saqarTvelos mdinareebi - Carglura
ტერიტორიული ერთეულები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ქართლის ქედი |
სიგრძე | 9.2 კმ |
აუზის ფართობი | 35.4 კმ² |
სინონიმი: ჩარგლისწყალი.
მდინარე დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის არაგვის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2338 მ. სიგრძე 9,2 კმ, აუზის ფართობი 35,4 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში.